skip to content
ახალი ამბები

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიშელინ კალმი-რეი თავის ქართველ კოლეგასთან გრიგოლ ვაშაძესთან ერთად 12 იანვარს თბილისში ხელს მოაწერს შეთანხმებას შვეიცარიის მიერ რუსეთში საქართველოს ინტერესების დაცვის თაობაზე, განაცხადა შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა დეპარტამენტმა.

დეკემბერში შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალოგიურ შეთანხმებას თავის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან მოსკოვში მოაწერა ხელი. შეთანხმება ითვალისწინებს შვეიცარიის მიერ რუსეთის ინტერესების წარმოდგენას საქართველოში.

საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button