ახალი ამბები

აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან სროლა მოხდა – შსს

აფხაზური მხარის მიერ კონტროლირებადი გალის რაიონის სოფელ ოტობაიადან  დღეს დილით ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიას მიმართულებით ავტომატური ყუმბარმტყორცნიდან 15 გასროლა განხორციელდა, იუწყება  შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ამავე ცნობით, სროლებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

”მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით  საქმის კურსში  იმყოფებიან ევროკავშირისა და გაეროს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები,”- აცხადებს შსს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button