ახალი ამბები

მედვედევმა საქართველოს პატრიარქს აღსაყდრების იუბილე მიულოცა

მიხეილ შვიდკოი და ილია II ესწრებიან კონფერენციას თბილისში 24 დეკემბერს. 
ფოტო: ინტერპრესნიუსი

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს პატრიარქად ინტრონიზაციის 31 წლის იუბილე მიულოცა.

მედვედევის მილოცვა პატრიარქს დღეს სამების საკათედრო ტაძარში  რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების საკითხებში მიხეილ შვიდკოიმ გააცნო, რომელიც თბილისში 24 დეკემბერს საპატრიარქოს ინიციატივით მოწყობილ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.

”მინდა გადმოგცეთ მილოცვა თქვენ უწმინდესობას რუსეთის პრეზიდენტისგან დიმიტრი მედვედევის”, – განაცხადა სამების ტაძარში საზეიმო წირვის შემდეგ შვიდკოიმ.

”თქვენო უწმინდესობავ გულწფრელად მოგილოცავთ პატრიარქად ინტრონიზაციას, გისურვებთ ჯანმრთელობას, უშრეტ ენერგიას, ხანგრძლივ და წარმატებულ წლებს აქტიური და ამაღლებული მსახურებისთვის. პატისვიცემით დიმიტრი მედვედევი,” ნათქვამია მედვედევის მისალოც წერილში.

წირვის შემდეგ ასევე მიმართა საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს და ხალხს ილია მეორემ და განაცხადა, რომ ”ჩვენ [რუსები და ქართველები]მართმადიდებელი ქრისტიანები ვართ და ეს იტყვის თავის სიტყვას”[ორი ქვეყნის ურთიერთობაში].

”მე მივმართავ რუსეთის მოსახლეობას, ხელმძღვანელებს, პრეზიდენტს, მე მივმართავ ჩვენს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს ჩვენ არ უნდა დავკარგოთ მადლი ღვთისა და ყველაფერი გამოსწორდება”, – განაცხადა ილია II-მ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button