ახალი ამბები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანს სტუმრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 22–23 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას სტუმრობს.

ეს ვაშაძის პირველი უცხოური ვიზიტია საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში.

მან განაცხადა, რომ მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებს საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

”ჩვენ არ გვაქვს პრობლემები, ჩვენ გვაქვს საკითხები, რომლებიც უნდა განვიხილოთ აზერბაიჯანთან,” – განუცხადა მან ჟურნალისტებს გამგზავრებამდე.

ვაშაძემ განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან გაზის მოწოდებაზე ხუთწლიან შეთანხმებას ”ისტორიული” მნიშვნელობა აქვს. 

ვიზიტის ფარგლებში ვაშაძე შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან, პრემიერ–მინისტრთან არტურ რასი–ზადესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ელმარ მამედიაროვთან.

 

This post is also available in: English Русский

Back to top button