ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი: ლომაია დიპლომატიურ სამსახურში გადავა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსანდრე ლომაია დიპლომატიურ სამსახურში გადავა. 

მგალობლიშვილმა განუცხადა ტელეკომპანია ”იმედს”, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები, თუ რომელ ქვეყანაში დაიკავებს ლომაია ელჩის თანამდებობას. 

ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ლომაიამ განუცხადა Civil.Ge-ს, რომ ის განაგრძობდა თავისი მოვალეობის შესრულებას, თუმცა არ გამორიცხა დიპლომატიურ სამსახურში კარიერის გაგრძელებაც.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button