ახალი ამბები

სააკაშვილი სარკოზის შეხვდა

პრეზიდენტი სააკაშვილი 13 ნოემბერს პარიზში თავის ფრანგ კოლეგას ნიკოლა სარკოზის შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ სააკაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მხარეებმა განიხილეს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული საკითხები 14 ნოემბერს ნიცაში დაგეგმილი ევროკავშირი-რუსეთის სამიტის ჭრილში.

”საფრანგეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოში აგვისტოს მოვლენების დროს,” – განაცხადა მან და დასძინა, რომ იმედი აქვს, რომ ევროპა მომავალშიც განაგრძობს ამ როლის შესრულებას.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ განხილულ იქნა საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში და დასძინა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს და უკრაინას ”პრივილეგირებული პარტნიორების” სტატუსი მიენიჭოთ.

This post is also available in: English

Back to top button