ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტროში მთავარი პროკურორი დაინიშნა

იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის წარდგინებით პრეზიდენტმა სააკაშვილმა  მთავარ პროკურორად მამუკა გვარამია დანიშნა, იუწყება იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური.

მთავარი პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ შეიქმნა, რაც მიმდინარე თვეში იუსტიციის სამინისტრო და გენერალური პროკურატურა ერთ უწყებად გაერთიანდა.

მამუკა გვარამია 1995 წლიდან საქართველოს პროკურატურის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

This post is also available in: English

Back to top button