ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან აფეთქებას ორი პოლიციელი ემსხვერპლა

ორი ქართველი პოლიციელი – იმედა კახნიაშვილი და თამაზ  ხაჭაპურიძე – ემსხვერპლა დღეს 7: 15 საათზე ნაღმის აფეთქებას სოფელ დვანთან, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრთან პარტულირების დროს, აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ამავე ინფორმაციით სამი პოლიციელი დაიჭრა დვანთან მომხდარი მეორე აფეთქებისას მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილზე ”დასახმარებლად მივიდა პოლიციის ჯგუფი”.

”მსუბუქად დაიჭრა პოლიციის ორი თანამშრომელი: გიორგი მდინარაძე და ენის ჯონიდავა, ხოლო მძიმედ დაიჭრა გიორგი შუბითიძე, რომელიც გადაყვანილ იქნა გორის ჰოსპიტალში,”- აცხადებს შსს.

სოფელი დვანი, რომელიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ცხინვალიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს, ქართული პოლიციის კონტროლქვეშაა.

This post is also available in: English

Back to top button