ახალი ამბები

ზაზა გოგავა სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი გახდა

სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი ზაზა გოგავა, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა დაადასტურა.

სასაზღვრო პოლიციის უფროსის თანამდებობა რამდენიმე დღის წინ გახდა ვაკანტური, როცა 29 ოქტომბერს უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა ბადრი ბიწაძემ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

ზაზა გოგავა თავდაცვის სამინისტროში გაერთიანებულ შტაბს 2006 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობდა. აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიისთვის მიცემულ ჩვენებაში მან განაცხადა, რომ იღებს მის წილ პასუხისმგებლობას განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინ შეცვლის გოგავას გაერთიანებული შტაბის უფროსის პოსტზე.

Back to top button