
ახალი ამბები
ცესკომ შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა
3 ნოემბრის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ვაკის რაიონში ხმათა უმეტესობა დააგროვა ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატმა თამაზ კვაჭანტირაძემ, ხოლო დიდუბეში დამაჯერებლად ლიდერობს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურამ ჩახვაძე.
ამის შესახებ დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. კანონმდებლობით, არჩევნების შედეგები მაქსიმუმ 18 დღეში უნდა შეჯამდეს.
ცესკო-ს ცნობით, 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა დაფიქსირდა.