ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ხიდი აფეთქდა

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად 31 ოქტომბერს ღამით ხიდი აფეთქდა, იტყობინებიან სამხრეთ ოსური და ქართული წყაროები. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.

ხიდი ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე გორის რაიონის სოფელ ქვეშს ცხინვალიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ყოფილი ავტონომიური ოლქის სოფელ არცევთან აკავშირებდა.

ქართულმა მხარემ მომხდარი შეაფასა, როგორც სეპარატისტების მცდელობა მოახდინოს რეგიონის იზოლაცია დანარჩენი საქართველოსგან. შიდა ქართლის გუბერნატორის ლადო ვარძელაშვილის განცხადებით, ეს ”ჩვეულებრივი ტერორისტული აქტია”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button