
ახალი ამბები
აფხაზეთში სამხედრო წვრთნები იმართება
სეპარატისტულ აფხაზეთში დღეიდან სამდღიანი ტაქტიკური წვრთნები იწყება, იტყობინება ”აფსნიპრესი”.
გენშტაბის მეთაურის ანატოლი ზაიცევის ცნობით, წვრთნები გაგრის რაიონის დასახლებულ პუნქტ ცანდრიფშში ჩატარდება და მასში სამთომსროლელი ბატალიონი, ასევე რეზერვისტები და სატანკო ოცეული მიიღებენ მონაწილეობას.