skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირის დამკვირვებლებმა ცხინვალში შეხვედრები გამართეს

საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დელეგაციამ 27 ოქტომბერს ”ტექნიკური მოლაპარაკებები” გამართა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრთან მიხეილ მინძაევთან და რუსული გარნიზონის მეთაურთან ანატოლი ტარასოვთან.   

”ეს შეხვედრა იყო მისიის პირველი კონტაქტი სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან,” – განაცხადა მისიამ.

მისიის თქმით, ”პრაქტიკულ შეხვედრაზე” ევროკავშირის დამკვირვებლებმა მოითხოვეს ინფორმაცია სამხრეთ ოსეთში სამართალდამცავი მექანიზმების სტრუქტურაზე და მათ თანამშრომლობაზე რუსეთთან.

”ასევე განხილულ იქნა მისიის დამკვირვებლების სამხრეთ ოსეთში შესვლის საკითხი,” – ნათქვამია მისიის განცხადებაში.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button