skip to content
ახალი ამბები

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოს სტუმრობს

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე დანიელ ფრიდი 18-20 ოქტომბერს საქართველოს სტუმრობს.

დანიელ ფრიდი, რომელიც 15 ოქტომბერს ჟენევის მოლაპარაკებებზე ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმოადგენდა, თბილისში შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

19 ოქტომბერს იგი შიდა ქართლის რეგიონის ომგამოვლილ რაიონებს ესტუმრა, ხოლო 18 ოქტომბერს ადგილობრივი ჟურნალისტების ჯგუფს შეხვდა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button