ახალი ამბები

კუშნერი ოპოზიციის რამდენიმე ლიდერს შეხვდა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა დღეს თბილისში ოპოზიციის წარმომადგენლებთან  გამართა შეხვედრა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ, კონსერვატორებიდან კახა კუკავამ და ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა.

”ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთად უნდა ვიმოქმედოთ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და ამავდროულად ქვეყანაში აუცილებელია შიდა დემოკრატიული რეფორმები,”- განუცხადა ”რუსთავი2”-ს შეხვედრის შემდეგ კობა დავითაშვილმა.

საქართველოში ვიზიტის ბოლო შეხვედრას ბერნარ კუშნერი საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ბათუმში გამართავს. დილით ის შიდა ქართლს სტუმრობდა, სადაც რუსული ოკუპაციის კვალი დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას არსებული ვითარება გამოკითხა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button