skip to content
ახალი ამბები

საქართველო ცხინვალის აფეთქებაში რუსეთს ადანაშაულებს

თბილისის განცხადებით რუსული მხარე დგას ცხინვალში 3 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების უკან, რომლის შედეგადაც შვიდი რუსი სამხედრო დაიღუპა.

”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაჩნია, რომ ეს არის რუსული სპეცსამსახურების მიერ მოწყობილი პროვოკაცია, რომლის მიზანია კონფლიქტის ზონის მიმდებარე რაიონებიდან რუსული საოკუპაციო ჯარების გაყვანის გაჭიანურება,”- ნათქვამია შსს-ს 3 ოქტომბრის განცხადებაში.

რუსეთმა თავისი ძალები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან 10 ოქტომბრისთვის უნდა გაიყვანოს იმ შეთანხმების თანახმად, რომელსაც საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა 8 სექტემბერს მიაღწიეს.

იმავდროულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 3 ოქტომბერს განაცხადა, რომ ცხინვალში აფეთქება სამშვიდობო შეთანხმების წინააღმდეგ იყო მიმართული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button