skip to content
ახალი ამბები

საგანგებო მდგომარეობა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კიდევ გაგრძელდა

პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის 17 ოქტომბრამდე გაგრძელების თაობაზე.

18 სექტემბერს გაგრძელებული საგანგებო მდგომარეობა 3 ოქტომბერს იწურება.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტს უკანასკნელად უწევს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, რადგან თუ რუსული ძალები 10 ოქტომბრისთვის გავლენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების საჭიროება აღარ იარსებებს, ხოლო სეპარატისტულ რეგიონებში ამ მდგომარეობას ჩაანაცვლებს ”კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია.

This post is also available in: English Русский

Back to top button