ახალი ამბები

აჭარის რეგიონში მეწყერს ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქობულეთის რაიონის სოფელ ხალაში დღეს ღამით ჩამოწოლილ მეწყერს ექვსი ადამიანის სიცოცხლე  – ოჯახის 5 წევრი და მათი მეზობელი – შეეწირა.

მათი სახლი მთლიანად დაანგრია მეწყერმა, რომელიც აჭარაში გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია.

გასულ კვირას აჭარაში, კერძოდ ხელვაჩაურის რაიონში მეწყერმა ასევე შეიწირა ოთხი ადამიანის სიცოცხლე.

This post is also available in: English

Back to top button