ახალი ამბები

სახალხო დამცველის ინიციატივით ახალი მოძრაობა დაფუძნდა

სახალხო მოძრაობა ”თავისუფლებისთვის და სამართლიანობისთვის” დაფუძნდა დღეს სახალხო დამცველის სოზარ სუბარის ინიციატივით.

”სახალხო მოძრაობა თავისუფლებისთვის და სამართლიანობისთვის არის არაფორმალური ღია ასოციაცია. არ წარმოადგენს პოლიტიკურ პარტიას და არ ესწრაფის ხელისუფლების მოპოვებას”, – განაცხადა სოზარ სუბარმა პრეზენტაციაზე, რომელსაც ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალი მოძრაობის დაფუძნების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს კახა კუკავამ, ზვიად ძიძიგურმა – კონსერვატიული პარტია, სალომე ზურაბიშვილმა  – საქართველოს გზა, პაატაა ზაქარეიშვილმა -რესპუბლიკური პარტია, მამუკა ღლონტმა – სტუდია მაესტროს დამფუძნებელი და სხვა მედია საშუალებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

მოძრაობა პირველ შეხვედრას 10 ოქტომბერს გამართავს, სადაც დაისახება მოქმედების სამომავლო გეგმები.

სახალხო მოძრაობის შექმნას წინ უძღოდა სოზარ სუბარის 25 სექტემბრის განცხადება, სადაც მან ხელისუფლება ”ავტორიტარული” მმართველობის გამო გააკრიტიკა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button