ახალი ამბები

სეპარატისტულმა აფხაზეთმა რუსეთთან შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

სეპარატისტული აფხაზეთის პარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა რუსეთთან დადებული მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების რატიფიცირებას, იტყობინებიან რუსული სააგენტოები.

ამ შეთანხმებას რუსეთის პრეზიდენტმა და აფხაზეთის სეპარატისტმა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 17 სექტემბერს მოაწერეს ხელი მოსკოვში. ანალოგიური შეთანხმება დაიდო ცხინვალთანაც.

”ინტერფაქსის” ცნობით, 24 სექტემბერს დე ფაქტო პარლამენტში გამოსვლისას ბაღაფშმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აფხაზეთში ორი რუსული სამხედრო ბაზა განთავსდება გუდაუთაში და ოჩამჩირეში.

”აფხაზეთის ტერიტორიაზე იქნება რუსეთის არმიის იმდენი სამხედრო მოსამსახურე, რამდენიც საჭიროა ჩვენი რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,”- განუცხადა მან აფხაზ დეპუტატებს.
 

Back to top button