
ახალი ამბები
თურქეთის პრეზიდენტი კავკასიის სტაბილურობის პაქტზე საუბრობს გაეროში
თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა 23 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ანკარას ინიცირებული კავკასიის სტაბილურობისა და თანამშრომლობის პლატფორმა ”ხელს შეუწყობდა რეგიონში ნდობის კლიმატის შექმნას”.
”მეზობელ სომხეთში და აზერბაიჯანში ჩემი ვიზიტების შთაბეჭდილებებზე დაყრდნობით და ასევე პრემიერ-მინისტრ [რეჯეპ ტაეპ] ერდოგანის ვიზიტებზე რუსეთის ფედერაციასა და საქართველოში, ყველა მხარისთვის თითქოს მისაღები ჩანს ეს იდეა და ვიმედოვნებთ, რომ ისინი მას რეალიზაციის შანსს მისცემენ,”- განაცხადა პრეზიდენტმა გიულმა, ”მე გულწრფელად მჯერა, რომ ამ კუთხით შექმნილი პოზიტიური პერსპექტივა დაეხმარება გაყინული კონფლიქტების მოგვარებას”.