
ახალი ამბები
კონსერვატორები დევნილთა მდგომარეობის მონიტორინგს იწყებენ
კონსერვატიული პარტია აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის ობიექტური სურათის დადგენის მიზნით მონიტორინგის კომისიას ქმნის.
კონსერვატიული პარტიის ლიდერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, დევნილები გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან, ”ხშირ შემთხვევაში მათ არ გააჩნიათ ელემენტარული პირობები”.
”იმისათვის, რომ ჩვენ რეალური სურათი დავადგინოთ, კონსერვატიულ პარტიაში შეიქმნება მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ხვალიდან უკვე დაიწყებს კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებში გასვლას და დევნილთა მდგომარეობის ადგილზე შესწავლას,”- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა 22 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.
იმავდროულად, ქართული მედია იტყობინება, რომ დღეს დევნილებმა პარლამენტის შენობასთან საკუთარი პრობლემების წარმოჩენის მიზნით საპროტესტო აქცია გამართეს.