ახალი ამბები

ყაზახეთი ფოთში ხორბლის ტერმინალს აღარ ააშენებს

ყაზახეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა აკილბეკ კურიშბაევმა განუცხადა ყაზახ დეპუტატებს, რომ ასტანამ შეცვალა გეგმები ფოთში ხორბლის ტერმინალის აშენების თაობაზე, იტყობინება ყაზახეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ”ყაზინფორმი” 22 სექტემბერს.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ამის მოტივად რუსეთთან აგვისტოს ომის შემდეგ ”საქართველოში არსებული სიტუაცია” დაასახელა.

ყაზახეთმა, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი უცხოელი ინვესტორია, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას ფოთში ხორბლის ტერმინალის მშენებლობის თაობაზე 2007 წლის ივნისში მოაწერა ხელი. მაშინ ცნობილი გახდა, რომ ტერმინალის მშენებლობისთვის ყაზახური კომპანია 10 მლნ დოლარის ჩადებას გეგმავდა.

Back to top button