skip to content
ახალი ამბები

ცხინვალმა ”დამოუკიდებლობის დღე” იზეიმა

ცხინვალში 20 სექტემბერს 18 წლის წინ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი გაიმართა.

აღლუმზე გამოყენებულ იქნა ქართული ჯავშანტრანსპორტიორები და თურქული წარმოების ჯავშანმანქარები ”კობრა”, რომლებიც აგვისტოს ომის დროს ქართული ძალების უკან დახევისას ჩაიგდეს ხელში.

მოგვიანებით ოსმა სამხედროებმა ქართული დროშები დაყარეს ცხინვალის მთავარ მოედანზე ისე, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავ აღლუმზე გაკეთდა მოსკოვში, წითელ მოედანზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button