ახალი ამბები

ფოთში რუსული საგუშაგოების დემონტაჟის ნიშნები გაჩნდა

რუსული ძალებში გარკვეული მოძრაობების შეინიშნება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი ფოთში თავიანს პოსტებს ხსნიან, განაცხადა ფოთის მერმა ვანო საღინაძემ 11 სექტემბერს.

”ისინი ხსნიან მავრთულხლართებს და კარვებს იღებენ; ეს ქმედებები ორივე საგუშაგოზე შეინიშნება, რაც იმის მაუწყებელია, რომ ისინი აუქმებენ მათ,” – განუცხადა საღინაძემ ”რუსთავი 2”-ს. 

რადიო ”თავისფლების” თბილისის ბიუროს ჟურნალისტმა ფოთში განაცხადა, რომ გაყვანის მზადება მიმდინარეობს. ”მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ კოკისპირულად წვიმდა, რუსული ჯარისკაცები მაინც განაგრძობენ თავიანთი პოსტების მოხსნას,” – განაცხადა მან 11 სექტემბერს.

8 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმებით რუსეთმა აიღო ვალდებულება მაქსიმუმ შვიდი დღის ვადაში ფოთიდან სენაკისკენ არსებულ ხაზზე მდებარე ხუთივე საგუშაგოდან რუსული ძალების გაყვანის თაობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button