
ლავროვმა უარყო ცხინვალის გეგმები რუსეთთან შეერთების თაობაზე
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი არ აპირებს რუსეთთან შეერთებას.
”სამხრეთ ოსეთს არსადაც არ უნდა შეერთება,”- განაცხადა პოლონეთში ვიზიტისას 11 აგვისტოს სერგეი ლავროვმა, ”უბრალოდ, სამხრეთ ოსეთი მიხვდა, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების გარეშე, ის ვერ შეძლებს თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ჩვენი კი მივხვდით, რომ ამ დამოუკიდებლობის აღიარების და რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის ხალხის დაცვის გარეშე შეუძლებელია ამ ხალხის ფიზიკური გადარჩენის უზრუნველყოფა”.
ლავროვის ეს განცხადება მოჰყვა სეპარატისტი ლიდერის ედუარდ კოკოითის ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს. კოკოითმა 11 სექტემბერს თავდაპირველს განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი აპირებს ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების გზით რუსეთის ფედერაციის სუბიექტი გახდეს, თუმცა მალევე უარყო ეს მოსაზრება და განაცხადა, რომ ცხინვალი არ აპირებს დამოუკიდებლობაზე უარის თქმას.