skip to content
ახალი ამბები

საფრანგეთმა უარი თქვა ოქრუაშვილის ექსტრადირებაზე

საფრანგეთის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს მოთხოვნა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ექსტრადირების თაობაზე, Associated Press-ის 10 სექტემბრის ინფორმაციის თანახმად.

ასეთი გადაწყვეტილება სრულიად მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა ოქრუაშვილს აპრილში პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 მარტს ბრალდებულად ცნო ოპოზიციური მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი მინისტრობის პერიოდში ქრთამის აღებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გამოძალვაში და მას დაუსწრებლად 11-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button