ახალი ამბები

ქართველი პოლიციელი კარალეთის საგუშაგოსთან სროლებს ემსხვერპლა

ქართველი პოლიციელი, კახა ცოტნიაშვილი გარდაიცვალა დღეს დილით გორის რაიონის სოფელ კარალეთის შესასვლელთან ”ახლომდებარე  რუსული პოსტის მიმართულებიდან” გახსნილი ცეცხლის შედეგად, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს).

ამავე ცნობით, ცეცხლი ქართულ პოლიციის საგუშაგოს გაუხსნეს, ”რის შედეგადაც, თავის და ყელის არეში მძიმედ  დაიჭრა ქართველი პოლიციელი, კახა ცოტნიაშვილი. რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ რამდენიმე წუთში  გარდაიცვალა”.

”ქართულ მხარეს საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნია,”- აცხადებს შსს.

კარალეთი გორიდან უახლოესი დასახლებული პუნქტია, სადაც რუსული ბლოკსაგუშაგოა გახსნილი.

Back to top button