ახალი ამბები

საქართველო მსხვერპლის შესახებ ახალ მონაცემს აქვეყნებს

კონფლიქტის დროს მოკლული ქართველი მოქალაქეების ოფიციალურად დარეგისტრირებული რაოდენობა 295-ს შეადგენს 8 სექტემბრის მდგომარეობით, ნათქვამია საქართველოს მთავრობის მოხსენებაში.   

მათგან 186 სამხედრო, ხოლო 109 სამოქალაქო პირია. წინა შუალედურ მოხსენებაში გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა რაოდენობა 69 იყო.

მოხსენების თანახმად, 14 ქართველი ჯარისკაცი დაკარგულად ითვლება.

კონფლიქტის დროს ასევე დაიღუპა სამი ჟურნალისტი – ორი ადგილობრივი და ერთი ჰოლანდიელი ოპერატორი.

Back to top button