
ახალი ამბები
განმუხურში ქართული ადმინისტრაცია აღდგა
აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელ განმუხურში ქართული ადმინისტრაცია აღდგა. დაახლოებით ერთი თვის წინ აფხაზურმა ძალებმა, რუსული ჯარების მხარდაჭერით, სოფელზე კონტროლი დაამყარეს.
განმუხური ადმინისტრაციული საზღვრის ქართულ მხარეს მდებაორებს და ზუგდიდის რაიონს ეკუთვნის.
ქართულმა ტელევიზიებმა უჩვენეს კადრები, სადაც ჩანს გადამწვარი პატრიოტული ბანაკი. ეს ბანაკი საქართველოს ხელისუფლებამ 2007 წელს გახსნა. თბილისმა აფხაზური შეიარაღებული მებრძოლები დაადანაშაულა ბანაკის გადაწვაში. სამეგრელოს რეგიონის გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ განუცხადა ჟურნალისტებს განმუხურში, რომ საქართველოს ხელისუფლება ახალ ბანაკს ააშენებს და უკეთეს სანაპიროს მოაწყობს.