ახალი ამბები

საქართველომ რუსულ ვებ-გვერდებზე შეზღუდვა მოხსნა

9 სექტემბერს .ru დომენის მქონე ვებ-გვერდები ჩაირთო მას შემდეგ, რაც ერთი თვის წინ საქართველოს ხელისუფლებამ ისინი დაბლოკა.

ეს ქმედება, რომელსაც ოფიციალურმა წარმომადგებლებმა რუსეთთან საინფორმაციო ომის ნაწილი უწოდეს, საკმარისად ეფექტური ვერ გამოდგა, რადგანაც ბევრი ინტერნეტ მომხმარებელი საქართველოში proxy სერვერებზე გადავიდა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო რუსულ ვებ-გვერდებზე შესვლა.

ამავდროულად, რუსული ტელევიზიები, რომლებზეც საინფორმაციო გადაცემები გადის, კვლავ დაბლოკილია. ეს ტელევიზიები ადგილობრივმა საკაბელო ქსელებმა 8 აგვისტოს გათიშეს მას შემდეგ, რაც ამის თაობაზე განკარგულება საქართველოს ხელისუფლებამ გასცა. თუმცა, მათთვის, ვისაც სატელიტური ანტენები აქვთ, რუსული არხები შეუზღუდავი იყო. აღსანიშნავია, რომ მაყურებლის უმრავლესობა უფრო საკაბელო ტელევიზიებით სარგებლობს, ვიდრე სატელიტურ ანტენებით.    

 

Back to top button