
სააკაშვილი: რამდენიმე მსოფლიო ლიდერი თბილისში დაგეგმილ კონფერენციას დაესწრება
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მაღალი რანგის კონფერენციას, რომელიც თბილისში ოქტომბერში იგეგმება და რომელიც ომის შემდეგ საქართველოს აღდგენას მიეძღვნება, რამდენიმე დასავლელი ლიდერიც დაესწრება.
9 სექტემბერს შუაღამისას თავის ფრანგ კოლეგასთან ნიკოლა სარკოზისთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აპირებენ კონფერენციაში მონაწილეობას.
პრესკონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ განცხადებაში სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ჩამოსვლას ასევე გეგმავს აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში.
უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსანდრე ლომაიას განცხადებით ეს იქნება უფრო პოლიტიკური ხასიათის კონფერენცია სახელწოდებით საქართველოს მეგობართა სამიტი. მისივე თქმით ცალკე იგეგმება ევროკავშირის კონფერენცია, რომელიც სავარაუდოდ ბრიუსელში გაიმართება, რომელიც მიზნად საქართველოსთვის ეკონომიკური დახმარების გაწევის მიზნით სახსრების შეგროვებას ისახავს მიზნად.