
მოსკოვი სოხუმთან და ცხინვალთან ’დიპლომატიურ ურთიერთობებს’ დაამყარებს
9 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრებს სერგეი შამბას და მურატ ჯიოევს შეხვდება და საელჩოების დონეზე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე შეთანხმდება.
”მინისტრები ასევე განიხილავენ მხარეების ექსპერტების მიერ მომზადებულ შეთანხმებებს მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების თაობაზე რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს, რუსეთსა და აფხაზეთს შორის,”- იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 8 აგვისტოს.
პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ფრანგ კოლეგასთან მოლაპარაკებების შემდეგ, მოსკოვში 8 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კრემლი არ შეცვლის საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
”ეს საკითხი დახურულია. საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ჩვენთვის შეიქმნა ორი ახალი სახელმწიფო,”- განაცხადა მედვედევმა, ”ჩვენ უკვე მოვამზადეთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე შეთანხმებები. იქნება კიდევ სხვა ხელშეკრულებების, რომლის მიხედვითაც ჩვენ აღმოვუჩენთ მათ ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო მხარდაჭერას. ამაში არავის ეჭვი არ უნდა შეეპაროს”.