ახალი ამბები

სარკოზი: სააკაშვილი ძალის არგამოყენების გარანტიას იძლევა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა აიღო ვალდებულება არ გამოიყენოს ძალა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ.

”მე პრეზიდენტ მედვედევს გადავეცი პრეზიდენტ სააკაშვილის წერილი აფხაზეთში ძალის არგამოყენების [გარანტირების] თაობაზე. და ანალოგიური ვალდებულება აისახა 12 აგვისტოს შეთანხმებაში [ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე],” – განაცხადა სარკოზიმ თავის რუს კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელსაც წინ ოთხსაათიანი მოლაპარაკებები უძღოდა მოსკოვში.

პრეზიდენტმა მედვედევმა თავის მხრივ განაცხადა, რომ რუსეთმა მიიღო გარანტიები ევროკავშირისგან და მისი თავმჯდომარე ქვეყანა საფრანგეთისგან, რომ საქართველო ძალას არ გამოიყენებს.

 

Back to top button