ახალი ამბები

საერთაშორისო შემფასებელი მისია საქართველოს სტუმრობს

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საჭიროებათა შეფასების ერთობლივი მისია, რომელსაც მსოფლიო ბანკი ხელმძღვანელობს, 8-21 სექტემბერს საქართველოს სტუმრობს. მისიის მიზანია პოსტ-კონფლიქტური პერიოდის გადაუდებელი საჭიროებების დადგენა.

მისიის შემადგენლობაში შედიან მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ევროკომისიის, ევროპის საინვესტიციო ბანკის და გაეროს წარმომადგენლები.

”ჯგუფი შეაფასებს ყველაზე გადაუდებელ საჭიროებებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, გარემო, სოფლის მეურნეობა, განსახლება, ბიზნეს გარემო, ასევე დევნილი მოსახლეობის და კრიზისის შედეგად დაზარალებული სხვა ადამიანების სოციალურ საჭიროებებს. ერთობლივი მუშაობის დასკვნები იმ ანგარიშში ჩაიდება, რომელიც, სავარაუდოდ, 2008 წლის ოქტომბრისთვის იქნება მზად,” – განაცხადა მსოფლიო ბანკმა. 

Back to top button