
ახალი ამბები
ხელისუფლება პროქართული მთავრობით უნდა შეიცვალოს – ნათელაშვილი
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელი კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია მთავრობამ თავად თქვას ხელისუფლებაზე უარი და მის ნაცვლად ”პროქართული” ხელისუფლება მოვიდეს ქვეყნის სათავეში.
”მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლაა,”- განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნათელაშვილმა, ”უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ თვითგადაყენება და თვითწასვლაა და ისეთი მთავრობის მოსვლა, რომელიც არ იქნება არც პრორუსული და არც პროამერიკული. იქნება პროქართული, ეროვნული და ააწყობს ურთიერთობას ორივე ქვეყანასთან ჩვენთვის მომგებიან და არა დამღუპველ, წამგებიან საწყისებზე”.