Placeholder canvas
ახალი ამბები

”რუსთავი 2”-ის ოპერატორი ’შემთხვევით ტყვიას’ ემსხვერპლა

”რუსთავი 2”-ის ოპერატორი გიორგი რამიშვილი ”პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს” გარდაიცვალა, განაცხადა ტელეკომპანიამ 6 სექტემბრის საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში.

იგივე ცნობა გაავრცელეს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ტელეკომპანია ”იმედმა”, მაგრამ დეტალებზე არ უსაუბრიათ.

თუმცა ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტები აცხადებენ პირად საუბრებში, რომ მათი კოლეგა შემთხვევითი ტყვიის მოხვედრის შედეგად გარდაიცვალა შავნაბადას სამხედრო დანაყოფში, როცა გადამღები ჯგუფი იქ მიმდინარე წვრთნებს იღებდა. ინციდენტის სხვა დეტალები უცნობი რჩება. ფაქტზე არც ოფიციალური კომენტარი გაკეთებულა.

მსგავსი/Related

Back to top button