skip to content
ახალი ამბები

ჰუმანიტარული დახმარების დროშის ქვეშ საქართველოს შეიარაღება გრძელდება – მედვედევი

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ დასავლეთი განაგრძობს საქართველოს ”რეჟიმის” შეიარაღებას, მათ შორის ”ჰუმანიტარული დახმარების დროშის ქვეშ”.

”მთელი ფლოტი გააგზავნეს იმისთვის, რომ ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინონ,”- განაცხადა 6 სექტემბერს მედვედევმა მხედველობაში ჰქონდა რა აშშ-ის სამხედრო გემების მიმოსვლა შავ ზღვაში საქართველოსთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით.

5 სექტემბერს აშშ-ის მე-6 ფლოტის ფლაგმანი, USS Mount Whitney (LCC 20)  17 ტონა ჰუმანიტარული ტვირთით ფოთში შევიდა, რომლის მისადგომებთან რუსეთი კვლავ ინარჩუნებს ორ ბლოკპოსტს. ეს უკვე მესამე ამერიკული გემია, რომელიც ჰუმანიტარული მისიით საქართველოში ჩამოვიდა. წინა ორი გემი  – რაკეტსაწინააღმდეგო USS McFaul და სანაპირო დაცვის კატარღა Dallas (WHEC 716) ბათუმის პორტში შევიდნენ.

”საინტერესოა, როგორ იგრძნობდნენ ისინი თავს, ჩვენ რომ ახლა გაგვეგზავნა ჰუმანიტარული დახმარება ჩვენი ფლოტის გამოყენებით კარიბის ზღვის ბასეინის ქვეყნებში, რომლებიც ცოტა ხნის წინ ცნობილი დამანგრეველი ქარიშხლების შედეგად დაზარალდნენ,”- განაცხადა მედვედევმა რუსეთის სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას.

 

მსგავსი/Related

Back to top button