
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია საქართველოს აკრიტიკებს
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის ”აქტიურ როლს მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობაში” რეგიონში და გააკრიტიკეს საქართველოს მცდელობები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ძალის გამოყენებით გადაჭრის თაობაზე.
ამ ორგანიზაციის წევრები არიან – სომხეთი, რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი.
5 სექტემბერს მოსკოვში ამ შვიდი ქვეყნის ლიდერთა შეხვედრის შედეგად მიღებულ შემაჯამებელ განცხადებაში არაფერია ნათქვამი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების თემაზე.
”რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი პარტნიორი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან ამ საკითხთან დაკავშირებით დამოუკიდებლად მიღებს გადაწყვეტილებას – საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან და ნორმებიდან გამომდინარე, იხელმძღვანელებენ რა საკუთარი ეროვნული ინტერესებით,”- იუწყება ”რია ნოვოსტი” რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევი სიტყვებზე დაყრდნობით.