ახალი ამბები

ქარტიის სრული ტექსტი

საქართველოს პოლიტიკოსთა ქარტია

ჩვენ, საქართველოს პოლიტიკოსებს და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, მიგვაჩნია, რომ რუსეთის ღია და დაუფარავი სამხედრო აგრესიის პირობებში მნიშვნელოვანია ქვეყნის სტრატეგიული განვითარების ძირითად საკითხებზე შეთანხმება.

ჩვენ გვჯერა, მივიჩნევთ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ:

1. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღგეს და რუსეთის საოკუპაციო ჯარმა სრულად დატოვოს საქართველოს ტერიტორია. რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბარი შესაძლებელია მხოლოდ აღნიშნული ორი პირობის შესრულების შემდეგ.

2. საქართველო უნდა გახდეს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი და ევროკავშირთან მაქსიმალურად ინტეგრირებული ქვეყანა. აუცილებელია 2008 წლის 5 იანვრის პლებისციტზე საქართველოს მოსახლეობის მიერ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ნათლად გამოხატული ნების აღსრულება.

3. საქართველოში შიდა პოლიტიკური პროცესები ყოველთვის უნდა რჩებოდეს კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში და ითვალისწინებდეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს.

4. ქვეყანაში რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი პრობლემების მოგვარების, დემოკრატიზაციისა და შიდა რეფორმების პროცესის გაგრძელებისა და დიალოგზე ორიენტირებული პოლიტიკური გარემოს შექმნის მიზნით უნდა შეიქმნას ანტიკრიზისული საბჭო. საბჭოს შემადგენლობა, მუშაობის პროცედურა, მანდატი და ფუნქციები განისაზღვრება დამატებითი პოლიტიკური კონსულტაციების საფუძველზე.

Back to top button