ახალი ამბები

თარგამაძე: არცერთი სამხედრო პირი არ არის დაპატიმრებული

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ უარყო გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, რომ ათეულობით სამხედრო პირი იქნა დაკავებული სხვადასხვა ბრალდებებით რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტის დროს გამოვლენილი მოქმედებების გამო.

”ეს არ არის მართალი,”- განუცხადა დეპუტატმა თარგამაძემ მმართველი პარტიიდან გაზეთ ”რეზონანსს”, ”შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი სამხედრო პირი, არც რიგითი და არც მაღალჩინოსანი, არ არის დაკავებული”.

თუმცა, მან აღიარა, რომ მიმდინარეობს გამოძიება ”რაღაც ფაქტებზე”, რომლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავა.

”თუკი გამოძიება რაიმეს დაადგენს, ცხადია, საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება. ჩვენ არაფრის დამალვას არ ვაპირებთ,”- განაცხადა თარგამაძემ.

ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ომის შემდეგ სულ ცოტა 30, თუმცა სხვა ინფორმაციით ეს მონაცემები უფრო დიდია, სამხედრო პირი და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი არის დაკავებული სხვადასხვა ბრალდებებით, მათ შორის შპიონაჟში.

Back to top button