ახალი ამბები

სოხუმმა კოდორში აფხაზური ადმინისტრაცია შექმნა

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა მის სპეციალურ წარმომადგენლად ზემო კოდორის ხეობაში სერგეი ჯონუა დანიშნა, იუწყება ”აფსნიპრესი” 3 სექტემბერს.

ჯონუა ასევე შეითავსებს კოდორის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ფუნქციას, რომელიც აჟარაში განთავსდება.

ჯონუა სეპარატისტული ხელისუფლების საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

იმავდროულად, 3 სექტემბერს თბილისში აცხადებდნენ, რომ ემზარ კვიციანის ახლო მეგობარი, ზაზა გურჩიანი დანიშნა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ადმინისტრაციის ხელმძღვანელად კოდორის ხეობაში.

სოხუმმა კონტროლი კოდორის ხეობაზე, რომელიც მანამდე თბილისის კონტროლს ექვემდებარებოდა, 12 აგვისტოს დაამყარა უბრძოლველად, რადგან ქართულმა ძალებმა მანამდე დატოვეს ხეობა, აცხადებენ გაეროს დამკვირვებლები.

Back to top button