
ნიკარაგუა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცნობას აპირებს
ნიკარაგუას პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ 3 სექტემბერს განაცხადა, რომ ის თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებს, იუწყება AFP.
ნიკარაგაუა იქნება მეორე ქვეყანა რუსეთის მერე, რომელიც საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონებს აღიარებს. ვენესუელა და ბელარუსი ასევე მიესალმნენ რუსეთის ამ გადაწყვეტილებას, თუმცა მათ ჯერ-ჯერობით ანალოგიური ნაბიჯი არ გადაუდგამთ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა 3 სექტემბერს განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ”თითქმის არავის მიუბაძავს” რუსეთისთვის ორი თვითგამოცხადებული რეგიონის აღიარების საქმეში.
”ვერ იქნება შთამბეჭდავი სია, როცა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარებენ ერთმანეთს და მე არ ვიცი რას აკეთებს ჰამასი ვინმეს აღიარებით, ვგულისხმობ, რომ არა მგონია ისინი საერთოდ სახელმწიფოს წარმოადგენდნენ,”- დასძინა რაისმა.