ახალი ამბები

ტელეკომპანია ”კავკასია” შეიძლება კიდევ გაითიშოს – კომუნიკაციების ეროვნული კომისია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  განაცხადა, რომ ”მოძველებული გადამცემის” გამო არ არის გამორიცხული, რომ ტელეკომპანია ”კავკასია” მომავალშიც გაითიშოს.

კომისიამ ”კავკასიის” გადამცემის ტექნიკური მდგომარეობა მას შემდეგ შეისწავლა, რაც 1 სექტემბერს არხი პირდაპირი ეთერიდან მოულოდნელად გაითიშა, თუმცა 2 სექტემბერს დილით კვლავ გაანახლა მაუწყებლობა.  ”კავკასიის” ხელმძღვანელობამ მათი ეთერიდან გათიშვის ოფიციალური მიზეზში – გადამცემზე არსებულ ტექნიკურ პრობლემაში – ეჭვი შეიტანა.

”მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ  კვების ბლოკის 12 შემადგენელი მცირე ბლოკიდან დამწვარია 8 ბლოკი.  ამ გადამცემის საშუალებით ტელეკომპანია ”კავკასია” 1994 წლიდან მაუწყებლობს. გადამცემი არის მოძველებული,” – ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში, ”ჯგუფის შეფასებით, არ არის გამორიცხული აღნიშნულ აპარატურას… პრობლემები მომავალშიც შეექმნას”.

”კავაკასია” თბილისში მაუწყებლობს და ერთადერთი ოპოზიციური არხია.

Back to top button