ახალი ამბები

სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება

საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება, განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გია ნოდიამ.

სწავლის განახლება 1 სექტემბერს იგეგმებოდა, თუმცა იმის გამო, რომ აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად დევნილი მოსახლეობა ძირითადად სკოლებსა და საბავშვო ბაღებში იყო განსახლებული, ეს პროცესი გადაიდო.

ნოდიას თქმით, სწავლის დაწყებისთვის მაქსიმალურად გამოთავისუფლდება სკოლები დევნილთა სხვა ადგილებში გადაყვანის გზით, ზოგან კი არ არის გამორიცხული, რომ სწავლის დაწყება კიდევ გადაიდოს.

Back to top button