
მოსკოვი უარს აცხადებს რუსეთში მყოფი ქართველებისთვის ვიზების გაგრძელებაზე
რუსეთის მიგრაციის ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც ამჟამად რუსეთში იმყოფებიან და ვიზების ვადა ეწურებათ, უნდა დატოვონ ქვეყანა.
ეს გადაწყვეტილება მოჰყვა რუსეთის საელჩოსა და საკონსულოს დახურვას თბილისში 3 სექტემბერს მას შემდეგ, რაც საქართველომ ოფიციალურად აცნობა მოსკოვს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის თაობაზე.
”ინტერფაქსი” რუსეთი მიგრაციის ფედერალური სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვიზები შეიძლება მხოლოდ 10 დღით გაგრძელდეს, ისიც მხოლოდ ”ფორსმაჟორულ” სიტუაციაში.
”ავადმყოფობის ან სხვა ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როგორც ამას რუსეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს, რუსეთის მიგრაციის ფედერალურ სამსახურს შეუძლია ვიზის 10 დღით გაგრძელება,”- განუცხადა სამსახურის სავიზო განყოფილების უფროსმა ალექსანდრე აქსიონოვმა ”ინტერფაქსს”.