ახალი ამბები

რუსეთმა თბილისში საელჩო და საკონსულო დახურა

რუსეთმა დახურა საელჩო და საკონსულო თბილისში 3 სექტემბერს მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ ოფიციალურად აცნობა მოსკოვს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის თაობაზე.

რუსეთის საკონსულო მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის განიხილავს ვიზების გაცემის საქმეს, ვინც განაცხადი 3 სექტემბრამდე შეიტანა.

რუსეთის საელჩოს წარმომადგენელმა ალექსანდრე სავინოვმა ”რია ნოვოსტის” განუცხადა, რომ ჯერ არაა ცნობილი კონკრეტული თარიღი თუ როდის დატოვებენ რუსი დიპლომატები, მათ შორის ელჩი ვიაჩესლავ კოვალენკო საქართველოს. ”ახლა ეს წმინდა ტექნიკური საკითხია,”- განაცხადა მან.

საქართველომ ასევე დახურა თავისი საელჩო მოსკოვში, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საკონსულო სამსახური  – კონსული, ორი ვიცე-კონსული, ტექნიკური პერსონალი –  განაგრძობს თავის საქმიანობას.

საქართველომ ასევე გაამკაცრა სავიზო წესები რუსეთის მოქალაქეებისთვის. შედეგად, რუსეთის მოქალაქეებს 8 სექტემბრიდან აღარ ექნებათ უფლება ვიზები საქართველოში ჩამოსვლისას აიღონ.

რუსეთის მოქალაქეებს ვიზების მიღება შეეძლებათ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში და საკონსულოებში საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც წარადგენენ მოწვევებს საოჯახო, ბიზნეს და ჰუმანიტარული მიზნით გამგზავრების თაობაზე.

Back to top button