We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

საქართველო ვადამდე გააუქმებს საომარ მდგომარეობას

ხვალ საქართველოს პარლამენტი საომარი მდგომარეობის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, განაცხადა დავით ბაქრაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე 2 სექტემბერს.

თუმცა, მისი თქმით, ქვეყნის იმ რაიონებში, სადაც რუსული საოკუპაციო ჯარი კვლავ იმყოფება, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება.

საქართველოში საომარი მდგომარეობა 15 დღით 9 აგვისტოს გამოცხადდა და ის კიდევ ორი კვირით, 8 სექტემბრამდე გაგრძელდა პარლამენტის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით.

Back to top button