
ახალი ამბები
სარკინიგზო ხიდის შეკეთება რვა დღეში დასრულდება
სარკინიგზო ხიდის აღდგენა, რომელიც კასპის რაიონში აგვისტოში ააფეთქეს, 10 სექტემბრისთვის დასრულდება, განუცხადა საქართველოს რკინიგზის დირექტორმა ირაკლი ეზუგბაიამ დღეს ტელეკომპანია ”იმედს”.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ამოქმედებულია რკინიგზის ალტერნატიული ხაზი, რომელიც გვერდს უვლის დაზიანებულ ხიდს.
სარკინიგზო ხიდი 16 აგვისტოს აფეთქდა, რამაც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სარკინიგზო კავშირის პარალიზება მოახდინა. საქართველოს ხელისუფლებამ მომხდარში რუსი სამხედროები დაადანაშაულა, თუმცა მოსკოვმა ბრალდება კატეგორიულად უარყო.