
აშშ მიესალმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოზე
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერთა საგანგებო სამიტზე იმის დემონსტრირება მოხდა, რომ ”ევროკავშირი და აშშ ერთიანი არიან დგანან რა მყარად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და აღმშენებლობის” მხარდასაჭერად.
”ჩვენ ვეთანხმებით ევროკავშირს იმაში, რომ ექვს-პუნქტიანი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე სრულად უნდა შესრულდეს და ვეთანხმებით ევროკავშირის მოწოდებას, რომ სამხედრო ძალები უნდა გავიდნენ იმ ხაზებზე, სადაც საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე იმყოფებოდნენ,”- განაცხადა თეთრმა სახლმა 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ”ჩვენ ვეთანხმებით ევროკავშირს, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების ბოლომდე მიყვანა, როგორც ამისკენ შეთანხმების მე-5 პუნქტი მოუწოდებს და შესაბამისად, რუსეთის ”უსაფრთხოების დამატებითი ზომების” ჩანაცვლება სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე”.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ უერთდება ევროკავშირის მოწოდებას სხვა ქვეყნების მიმართ, რათა მათ არ აღიარონ საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონების დამოუკიდებლობა.